28 ოქტ 2026
საქართველოს გაუმართლა, რომ იმყოფება აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე. ეს წარმოუდგენელ გეოგრაფიულ უპირატესობას ანიჭებს ქვეყანას გლობალური საბანკო სექტორის შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს აქვს ძლიერი და მდგრადი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული ეროვნული ბანკი, რომელიც ქვეყანაში მეწარმეებსა და ინოვატორებს უჭერს მხარს, - განაცხადა სინგაპურში დაფუძნებული ბლოკჩეინ ანალიტიკური კომპანია ChainArgos-ის გენერალურმა მრჩეველმა პატრიკ ტანმა, „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში.
პატრიკ ტანის შეფასებით, საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფნის ნაწილია, რაც ქვეყანას კაპიტალის, ადამიანური რესურსებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ფინანსური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს უქმნის.
„საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მდგრადი საბანკო სექტორი და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით გააზრებული მიდგომა ქვეყანას საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას აძლევს,“- აღნიშნა მან.