საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ წარდგენილი სარჩელის განხილვა დილიდან გრძელდება

28 ოქტ 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ წარდგენილი სარჩელის განხილვა დილიდან გრძელდება. პლენუმი მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებებს ისმენს.   

პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის თენგიზ თევზაძის განცხადებით, სარჩელში არ არის წარმოდგენილი პარტიის ოფიციალური განცხადებები და ძალადობის კონკრეტული ფაქტები, რომლებიც უშუალოდ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ან მის წევრებს უკავშირდება.  

მაია კოპალეიშვილმა ყურადღება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე გაამახვილა, რომელიც მისი შეფასებით მოსარჩელე მხარის მტკიცებაა და არა მტკიცებულება.

ისაუბრეს წყაროების სანდოობაზეც.