28 ოქტ 2026
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი ზომა ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიის დაცვად მიიჩნევა, ხოლო საქართველოში - საფრეთხედ.
გაბუნიას თქმით, ბოლო წლებში ევროპასა და რეგიონში ათეულობით პარტია აიკრძალა, რასაც პარტნიორების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია.
"უკრაინაში ბოლო სამ წელიწადში აიკრძალა 22 პარტია!
მოლდოვაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 8 პარტია!!!
ევროპაში, ბოლო ათწლეულებში აიკრძალა ჯამში 150 პარტია!
ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი მაშინ იწყება, როდესაც ერთი და იგივე სამართლებრივი ზომა ესპანეთში, პოლონეთში, უკრაინაში, მოლდოვაში დემოკრატიის დაცვის სტანდარტად ცხადდება და არანაირი კრიტიკა არ არის, ხოლო საქართველოში დემოკრატიის საფრთხედ", - წერს გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში.