პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო 

22 ივნ 2017

საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 115 ხმით, კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კი 114 ხმით, პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. მესამე მოსმენა დაახლოებით 3 თვეში გაიმართება.  განხილვებზე, ორგანული კანონის პროექტის მიმართ დეპუტატებს შენიშვნები არ ჰქონიათ. შეგახსენებთ, სხდომებს ოპოზიცია არ ესწრება.