28 ოქტ 2026
ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ საკუთარ კედლებში „პარიზს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 93:99 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა „დუბაის“ შემადგენლობაში 10 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ნაკრების კაპიტანმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
ამრიგად, „დუბაი“ ევროლიგაზე 5 მოგებითა და 3 მარცხით მეექვსე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „დუბაი“ 30 ოქტომბერს, შინ, „ჰაპოელ თელ-ავივთან“ გამართავს.