28 ოქტ 2026
დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში „დინამო ბათუმი“ ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, გორის „დილას“, უმასპინძლებს. ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან.
ეროვნული ლიგის ეგიდით გამართული სამი მატჩიდან ერთი ბათუმელებმა მოიგეს, ერთი - გორელებმა, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. „დინამო ბათუმს“ საქართველოს თასი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთხელ, 1998 წელს აქვს მოგებული.
გორის „დილა“ კი ტურნირის ორგზის გამარჯვებულია - გორელებმა თასი 2012 და 2025 წლებში მოიპოვეს. ამ წყვილს შორის გამარჯვებულს ფინალში „გაგრა“ ელოდება, რომელმაც გუშინ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „რუსთავი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ „დინამო ბათუმისა“ და გორის „დილას“ მატჩი ბათუმი არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.