ინდოეთს ძლიერმა ციკლონმა გადაუარა

28 ოქტ 2026

ძლიერმა ციკლონმა „არნაბმა“, რომელიც ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, ხეები დაგლიჯა, ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია და ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.

ანდჰრა-პრადეშისა და ოდიშის შტატებიდან 180 ათასზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.

ორივე შტატში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მანამდე დაიხურა სკოლები, შეჩერდა სარკინიგზო და საავიაციო მიმოსვლა.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის კლასიფიკაციით, „არნაბი“ „ძალიან ძლიერ ციკლონურ შტორმად“ მიიჩნევა.