ფილიპინებში ასეან-ის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა დაიწყო

28 ოქტ 2026, 12:49

0
გაზიარება:

ასეანის თავდაცვის მინისტრებმა ფილიპინების სებუს პროვინციაში ყოველწლიური შეხვედრა დაიწყეს. ფილიპინების თავდაცვის მდივნის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ყურადღება რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე გამახვილდება. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთიც ესწრება.

ჩინეთმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ფილიპინებში ჩინეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს გაგზავნის.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ირანის ომის შედეგებს ებრძვიან, ხოლო მასპინძელ ფილიპინებსა და პეკინს შორის დაძაბულობა კიდევ ერთ უთანხმოებას ქმნის ფორუმზე, რომლის მიზანიც უსაფრთხოების საკითხებში დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.