28 ოქტ 2026
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის - „ძალიან მალე შეხვედრა გაიმართება“.
ტრამპს შეხვედრის დრო და ადგილი არ დაუკონკრეტებია. აშშ-ის პრეზიდენტი პირველი ლედის მიერ მიღწეული ზავის საკითხსაც შეეხო.
ტრამპის თქმით, უკრაინის ქალაქ ოლეშკის მიმდებარედ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდა. ქალაქი ოთხ წელზე მეტია რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, რის გამოც იქ ჩარჩენილი მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია.