სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს

28 ოქტ 2026

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე სარწყავი სისტემების არსებული მდგომარეობის, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, აღინიშნა, რომ სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრისას ადგილობრივი გამოწვევები იქნება გათვალისწინებული.