28 ოქტ 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე სინგაპურში, აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის - სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
SWITCH-ზე საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი საკუთარი ეროვნული პავილიონით - „StartUP in Georgia“.
ფორუმში ქართული სტარტაპები მონაწილეობენ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ სტრატეგიული კონტაქტები, შეხვდნენ საერთაშორისო პარტნიორებს და გლობალურ ბაზრებზე გასვლის რეალური გზები იპოვონ.
სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული 400-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და 25 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.