საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის 12 საერთაშორისო კომპანია საინვესტიციო გარემოს ეცნობა

28 ოქტ 2026

ინვესტიციების სააგენტო საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სექტორში მოქმედ 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. ისინი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ.

დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

სტუმრები უკვე იმყოფებოდნენ თბილისის იუსტიციის სახლში. ისინი ასევე გაეცნობიან ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას.