ირანის პრეზიდენტმა რუსეთთან და კატართან ნავთობისა და გაზის, უსაფრთხოებისა და ორმხრივი ურთიერთობების სფეროებში თანამშრომლობაზე შეთანხმებების მიღწევის შესახებ განაცხადა

28 ოქტ 2026

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, რუსეთთან და კატართან სოფლის მეურნეობის, ნავთობისა და გაზის, საგზაო მშენებლობის, უსაფრთხოებისა და ორმხრივი ურთიერთობების სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებების მიღწევის შესახებ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ მოსკოვში გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ გახდა ცნობილი.

ფეზეშქიანის თქმით, სამიტმა შესაძლებლობა მისცა, გამართულიყო ვრცელი და სიღრმისეული განხილვები, რასაც პოზიტიური შეთანხმებები მოჰყვა.

ირანის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და კატარის ემირთან, თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე და განაცხადა, რომ მხარეებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებებს მიაღწიეს.