28 ოქტ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დარგში არსებული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
აღინიშნა, რომ აჭარაში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა.
მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ბათუმისთვის მინიჭებულ World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს, რომლის მიხედვითაც, ბათუმი 2026 წელს ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.