28 ოქტ 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე სხდომა განახლდა.
დღესაც, წინა დღეების მსგავსად, მოპასუხე მხარემ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არ იზიარებს „ქართული ოცნების“ სარჩელში მოყვანილ მტკიცებულებებს.
ამ წუთებში პლენუმს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი პარტიის მოსაზრებებსა და „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ სარჩელში მოყვანილი არგუმენტების საპირწონე არგუმენტებს აცნობს.