ხარკოვზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

28 ოქტ 2026, 12:01

0
გაზიარება:

ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონში რუსული დრონის დარტყმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი მოედო ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, კერძო სახლებსა და სამრეწველო ნაგებობას.

ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის - 4 წლის ბიჭი.