28 ოქტ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის, საცხოვრებელი სახლის ეზოს და დროებით სარგებლობაში არსებული ფერმის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.