ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმი

27 ოქტ 2026

საქართველოს გენერალური პროკურორი პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ანტალიაში, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს.

გიორგი გვარაკიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების ფორუმს ასევე ესწრებიან პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის   გენერალური მდივანი, ალბანეთის, სლოვენიის, მონტენეგროს, რუმინეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოსა და თურქეთის   გენერალური პროკურორები.