27 ოქტ 2026
საქართველოს განათლების სამინიტროს ორგანიზებით ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველო პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა.