კოლეჯი "ახალი ტალღა" ახალ სასწავლო პროგრამას იწყებს

27 ოქტ 2026

კოლეჯი "ახალი ტალღა" ახალ სასწავლო პროგრამას იწყებს. მსურველებს იქ სანტექნიკის მიმართულებით სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ.

კოლეჯში მოეწყო ახალი ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.

ახალი პროგრამა კოლეჯ "ახალი ტალღისა"  და საერთაშორისო  კომპანია "გროეს" თანამშრომლობით შემუშავდა, უკვე გაიარა ავტორიზაცია, პროგრამაზე სწავლების 30 მსურველი კი უკვე დარეგისტრირდა.

სამომავლოდ ასევე იგეგმება მოკლევადიანი პროგრამის ამოქმედებაც. ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ პროგრამა სამშენებლო ბაზარზე სანტექნიკის მიმართულებით  კვალიფიციური კადრების მოთხოვნას დააკმაყოფილებს.