27 ოქტ 2026
კამპანია "ეკომეგობრული აჭარა" შუახევსაც ეწვია, სადაც მოსწავლეები ელექტრონარჩენების შეგროვების კამპანიაში ჩაერთვებიან - მოსწავლეებს პროექტის მიზნები, კონკურსის პირობები და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
ორგანიზატორების მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდები გარემოს ელჩები გახდნენ, თავად ისწავლონ ელექტრონარჩენების სწორად შეგროვება და მიღებული ცოდნა თანატოლებსაც გაუზიარონ.
პროექტის ფარგლებში, 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, შერჩეულ სკოლებში ელექტრონარჩენებს შეაგროვებენ და სოციალურ ქსელებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას გამართავენ.
გამარჯვებულები შეგროვებული ნარჩენების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებიან.კამპანია საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ ინიციატივით ხორციელდება და აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის 36 სკოლას აერთიანებს.