27 ოქტ 2026
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი "ბათუმი", 28 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, გერმანიაში საიუბილეო ტურნეს გამართავს.
ტურნეში გამგზავრებამდე, ანსამბლმა ბოლო გენერალური რეპეტიცია გაიარა. ტურნე ანსამბლის დაარსებიდან 35 წლის იუბილეს ეძღვნება და ქართული კულტურის, უნიკალური პოლიფონიის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას, ეროვნული საშემსრულებლო ტრადიციების პოპულარიზაციასა და კულტურული კავშირების გაღრმავებას ემსახურება.
დაგეგმილია კონცერტები ბერლინის, დრეზდენის, ლაიფციგისა და მაგდებურგის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ისტორიულ ლოკაციებზე. საიუბილეო ტურნეს პროგრამა მოიცავს ტრადიციულ ქართულ ვოკალურ მუსიკას, XX საუკუნის ქართულ სიმღერებს, აგრეთვე გერმანელი კომპოზიტორების, იოჰან სებასტიან ბახისა და ფრანც შუბერტის ნაწარმოებების მუსიკალურ არანჟირებებს.