აჭარის მთავრობა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 75 ოჯახის დასახმარებლად, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 1 183 432 ლარს გამოყოფს

27 ოქტ 2026

აჭარის მთავრობა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 75 ოჯახის დასახმარებლად რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 1 183 432 ლარს გამოყოფს.

2026 წელს, ამავე მიზნით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარება უკვე გაეწია 618 ოჯახს, გამოიყო 7 699 401 ლარი.