ინვესტიციების სააგენტო 12 საერთაშორისო კომპანიას ქვეყნის საინვესტიციო გარემოს აცნობს და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს სთავაზობს

27 ოქტ 2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედ 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. კომპანიების წარმომადგენლები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ.

მიმდინარე ტურის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. სტუმრები ასევე გაეცნობიან თბილისის იუსტიციის სახლის, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას.

საინვესტიციო ტურის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესაძლებლობები გააცნოს და ხელი შეუწყოს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საინვესტიციო ტურების მეშვეობით სააგენტო პოტენციურ ინვესტორებს ადგილობრივ ბიზნესთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორთან აკავშირებს, რათა მათ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები ადგილზე შეაფასონ.

აღსანიშნავია, რომ წინა საინვესტიციო ტურის შედეგია ბრიტანული კომპანიის, Contactweb-ის საქართველოში შემოსვლა. სააგენტომ კომპანიას ტურის ფარგლებში უმასპინძლა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, სააგენტოს ჩართულობით, Contactweb-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო.

დღეს საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სექტორში დაახლოებით 25 კომპანია საქმიანობს და12 000 ადამიანია დასაქმებული. მათ შორისაა საერთაშორისო კომპანიები Teleperformance-ი და Concentrix-ი.