ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ 

27 ოქტ 2026

საქართველოს პარლამენტს ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს საკანონმდებლო ორგანოს შენობა, გაეცნენ პარლამენტის ისტორიას, მის საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესის ძირითად მიმართულებებს. ახალგაზრდები ასევე დაესწრნენ პლენარულ სხდომას.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბათუმის დელეგატ არჩილ ბერიძესა და შეხვედრაში მონაწილე სხვა დეპუტატებს გასაუბრებოდნენ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და პასუხები მიეღოთ.

პარლამენტარებმა სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისა და დეპუტატების ფუნქციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.