27 ოქტ 2026
კულტურის მინისტრი სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საქმიანობის ანგარიშს გაეცნო. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
2027 წელი სიღნაღის მუზეუმისთვის საიუბილეოა - მუზეუმს დაარსებიდან 80 წელი, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეერთებიდან 20 წელი უსრულდება.
საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დაგეგმილია კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადება, რომლებიც მუზეუმის ისტორიის, კოლექციებისა და საქმიანობის პოპულარიზაციას დაეთმობა.