27 ოქტ 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ არსებითი განხილვები გრძელდება. სამართალწარმოების ამ ეტაპზე მხარეებმა უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიციები სარჩელთან დაკავშირებით.
მოსარჩელის ბრალდებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. დღევანდელი პროცესი კვლავ ოპოზიციის ახსნა-განმარტებით გაგრძელდა.
პირველ ეტაპზე სიტყვით ისარგებლეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სხდომის დაწყებამდე მხარეებმა პროცესი მედიასთან შეაფასეს.
„ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მოპასუხე მხარეს არც სამართლებრივი არგუმენტები აქვს და არც ფაქტობრივი გარემოებების მითითება შეუძლია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწავლობს, რა დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას.