გია გაჩეჩილაძე: საქართველოს მომავალი თაობა პოლიტიკაში ვერანაირად ვერ გამოჩნდება, თუ ეს მარადმწვანე პოლიტიკოსები პოლიტიკას არ დატოვებენ

27 ოქტ 2026

,,სანამ „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში იქნება, ქართულ პოლიტიკას განვითარება არ უწერია. ეს პარტია უნდა აიკრძალოს'' განაცხადა გია (უნცობი) გაჩეჩილაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ სანამ „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში იქნება, ქართულ პოლიტიკას განვითარება არ უწერია. ეს პარტია უნდა აიკრძალოს

„განცდა მაქვს, რომ საქართველოს მომავალი თაობა პოლიტიკაში ვერანაირად ვერ გამოჩნდება, თუ ეს მარადმწვანე პოლიტიკოსები პოლიტიკას არ დატოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეები არიან და დანაშაულებრივი რეჟიმი იყო.

ამას შემთხვევით არ ვამბობ. ყველა პროცესში მაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც იმ ცხრა წლის განმავლობაში, ისე შემდგომ პერიოდშიც. ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა და როგორ აპირებდნენ საქართველოს მიმართ ექსპერიმენტის ჩატარებას. მაშინ ეს ვერ გააკეთეს და ახლა თავიდან სურთ.

ამ საქმის უკან არც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას და არც სხვა ვინმე - დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები, „თავისუფლების ინსტიტუტი“, სოროსი. სურთ, ხელისუფლება თავიდან ჩაიგდონ ხელში, თუმცა ამას ვერ ხვდება ხალხი, რომელიც გარეთ დგას.

სანამ „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში იქნება, ქართულ პოლიტიკას განვითარება არ უწერია. ეს პარტია უნდა აიკრძალოს.

ადრე თუ ტელევიზიასა და სასამართლო პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებდი, ახლა ასე აღარ ვაკეთებ.  იმ დღეს შემთხვევით ვნახე, როგორ დღეში ჩააგდო მოსამართლემ გვარამია სასამართლო პროცესზე - ხმას ვერ იღებდა. ეს იყო გენერალური პროკურორი?! ელემენტარულ კითხვებზე პასუხის გაცემაც ვერ შეძლო.

ადამიანებს, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ დღეს საქართველოში არეულობაა და ქვეყანას გარე მტერი სჭირდება, ვეღარაფერს დაველაპარაკები. საქართველოში მხოლოდ ქართველი ხალხისა და ქართული ინტერესები უნდა გატარდეს.

რაც იყო, ის საქართველოში აღარ განმეორდება. ეს ჩემს თავზე გამოვცადე. თუ გინდათ, ამას ჩემგან შურისძიება დაარქვით, რადგან ამ ყველაფერს ჩემი ძმის სიცოცხლე, ჩემი მეგობრების დაჭერები და უამრავი უბედურება შეეწირა. არამხოლოდ ჩემს თავს, ციხეების გარშემო რაც ხდებოდა, ისიც ჩემი პირადი გამოცდილებაა.

ეს არის ჩემი სამაგიეროს გადახდა. არ გავჩერდები, სანამ ისინი ქართულ პოლიტიკაში იქნებიან. რაც გინდათ, ის დამარქვით - გინდათ, „ქოცი“ მიწოდეთ და გინდათ, სხვა რამ.

მე პოლიტიკას გამოვეთიშე და ჩემს საქმეს ისე ვაკეთებ, როგორც საჭიროდ მიმაჩნია, მაგრამ სანამ ეს ადამიანები ქართულ პოლიტიკაში იქნებიან, არ გავჩერდები“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.