სახეობათა აღდგენის პროგრამის ფარგლებში თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში 10 ნიამორი გაუშვეს

27 ოქტ 2026, 12:44

0
გაზიარება:

სახეობათა აღდგენის პროგრამის ფარგლებში თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში 10 ნიამორი გაუშვეს. მათზე მუდმივ მონიტორინგს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

სპეციალისტები დააკვირდებიან ცხოველების გადაადგილებას, შეაფასებენ მათ ადაპტაციას ბუნებრივ გარემოსთან, ასევე პოპულაციის რიცხოვნობასა და დინამიკას.

დაკვირვებისთვის გამოყენებული იქნება GPS-საყელურები, ფოტოხაფანგები და დრონებით მონიტორინგის თანამედროვე მეთოდები.