კულტურის მინისტრი გურჯაანის თოჯინების თეატრის ინფრასტრუქტურას და შემოქმედებითი საქმიანობას გაეცნო

27 ოქტ 2026

კულტურის მინისტრი გურჯაანის თოჯინების თეატრის ინფრასტრუქტურასა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გეგმებს გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, მაია ბითაძემ თეატრის შენობა დაათვალიერა და მისი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გურჯაანის თოჯინების თეატრი საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაშია.

აღნიშნულ გაერთიანებაში თბილისის, ქუთაისის, ახალციხისა და ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრებიც არიან.