ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს ეცნობიან

27 ოქტ 2026

აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ მარანებსა და კომპანიებს ეწვივნენ.

დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.