27 ოქტ 2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 24 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო. დაკავებულია ორი პირი. ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სხვადასხვა დროს ჩადენილი ნარკოდანაშაულის ფაქტზე სამართალდამცავებმა ასევე სამი პირი დააკავეს.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
ორივე შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.