უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

27 ოქტ 2026

უკრაინის ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. მისი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება და სურვილის შემთხვევაში, მათი ევაკუაციაა.

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, რეჟიმი 27 ოქტომბერს, კიევის დროით, ღამის 03:00 საათზე ამოქმედდა. ე.წ. სიჩუმის რეჟიმის ამოქმედება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.

ბოლო ცნობებით, 2026 წლის შემოდგომისთვის ქალაქ ოლეშკიში დაახლოებით 1 500–1 700 ადამიანი რჩება, მეზობელი სოფლების ჩათვლით კი - დაახლოებით 6 000, მათ შორის 200-მდე ბავშვი.