ანტალიაში ტორნადოს შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

27 ოქტ 2026

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის კეპეზის რაიონში ძლიერმა ქარმა სამშენებლო ობიექტზე ორი საცხოვრებელი კონტეინერი გაანადგურა და ამწე წააქცია, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.