ცოტნე ანანიძე - აფხაზეთისა და აფხაზების ბუნებრივი ადგილი და დედასამშობლო საქართველოა

27 ოქტ 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, გადაცემაში აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის ისტორიულ სამშობლოზე, საქართველოსთან კავშირის მნიშვნელობასა და რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოსთან ერთიანობა აფხაზეთისთვის საკუთარი ტრადიციების შენარჩუნების, უსაფრთხოების, გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„აფხაზეთისა და აფხაზების ბუნებრივი ადგილი და დედასამშობლო საქართველოა. ეს, ჩემი აზრით, აქსიომა და ისტორიული მოცემულობაა. აფხაზეთს საკუთარი ტრადიციების შენარჩუნებისთვის, აფხაზი ხალხის უსაფრთხოების, სიძლიერისა და განვითარებისთვის საქართველო სჭირდება და ამ კუთხით სხვა გზა არ არსებობს. ეს ის მოცემულობაა, რომელსაც, ჩემი აზრით, ადგილობრივი მოსახლეობაც საკმაოდ კარგად ხედავს. თუმცა, ხანდახან გარემოებები ჩვენზე ძლიერია. აჭარა გაცილებით მეტი წლის განმავლობაში იყო მოწყვეტილი დედასამშობლოს და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და სწრაფად განვითარებადი რეგიონია, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ერთად“,  - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.