26 ოქტ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქ. სოფიაში ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის.
საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს და ხაზი გაესვა დიალოგის აუცილებლობას.
მინისტრებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობა და საჭიროება, მათ შორის BSEC-ის ფარგლებში.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებს "სოფიას ეკონომიკურ ფორუმში".