ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტთა ათეულშია.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: უსმან დემბელე, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე, როდრი, ფაბიან რუისი და ლამინ იამალი.
ხვიჩა კვარაცხელია ლონდონში, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ტრავმის გამო ვერ ჩავიდა, არადა, წლის მთავარი ჯილდოს მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა.
საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავს ოპერაცია ამ კვირაში დოჰაში ჩაუტარდება.