პესკოვის განცხადებით, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებების შეზღუდვას არ გულისხმობს

26 ოქტ 2026

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებების შეზღუდვას არ გულისხმობს.

პესკოვის თქმით, რუსეთი და უკრაინა კვლავ აგრძელებენ ერთმანეთზე დარტყმების განხორციელებას, მიუხედავად შეთანხმებისა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები განახლდეს.

დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, თუ რა განცხადებას გააკეთებდა ზელენსკის ნათქვამზე, რომლის მიხედვითაც ტერიტორიული საკითხის განხილვა უმაღლესი ლიდერების დონეზე უნდა განიხილონ და ფიქრობს თუ არა კრემლი ამ განცხადებაში კიევის მხრიდან ტერიტორიული საკითხების "რეალური კომპრომისით გადაწყვეტისთვის მზადყოფნის რაიმე ნიშნებს", რაზეც კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ ყველა ეს საკითხი შეიძლება განხილვის თემად იქცეს მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებისას.