26 ოქტ 2026
ისრაელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. 27 ოქტომბერს ქნესეთის 26-ე მოწვევის წევრებს აირჩევენ.
ისტორიულ არჩევნებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უახლოეს დღეებში ირანმა ან მისმა ერთ-ერთმა მოკავშირემ შესაძლოა ისრაელზე თავდასხმა განახორციელოს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, თავდაცვის ძალები მზად არიან, როგორც თავდაცვისთვის ისე შეტევისთვის. პრემიერმა აღნიშნა, რომ ისინი იმაზე უფრო ძლიერები არიან ვიდრე მოწინააღმდეგეებს ჰგონიათ.