CNN: აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს

26 ოქტ 2026

აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ინფორმაციას CNN-ი, ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ახლო აღმოსავლეთში განლაგებული აშშ-ის ძალები მზად არიან, ირანის წინააღმდეგ ახალი, პოტენციურად მასშტაბური სამხედრო ოპერაციები დაიწყონ. წყაროების ინფორმაციით, ახალი სამხედრო ოპერაციების მასშტაბი, სავარაუდოდ, გასცდება მხოლოდ წერტილოვან დარტყმებს.

CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრძანება შესაძლოა წლის ბოლომდე ნებისმიერ დროს გაიცეს, თუმცა ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ეს აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდება.