სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი რამაზ თათარაშვილი  გახდა

26 ოქტ 2026

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. იუსტიციის მინისტრმა გიორგი პატარიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა და მისი შემცვლელიც დანიშნა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი რამაზ თათარაშვილი  გახდა. თანამდებობიდან გადადგომამდე გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით იუსტიციის სამინისტროს პროკურატურამ მიმართა.