26 ოქტ 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა.
მხარეებმა ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიების, ინოვაციური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
იმსჯელეს სტარტაპ-ეკოსისტემის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც. დღესვე გაიმართა შეხვედრა სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილესთანაც