26 ოქტ 2026
საქართველო სოფიის ეკონომიკურ ფორუმზე - ქვეყნის მთავარი დიპლომატი ბულგარეთშია. მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს სტრატეგიული როლი და ქვეყნის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის დაკავშირებადობის შესახებ - პანელურ დისკუსიაზე ყურადღება სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდა.
აღინიშნა, რომ "შუა დერეფნის" ეფექტურობისთვის და მსხვილი ინვესტიციების მოსაზიდად გადამწყვეტია საქართველოს მიერ შექმნილი დაბალკორუფციული და მიმზიდველი ბიზნესგარემო.