საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის მეოთხე დღე - რას ედავება ოპონენტებს სახელისუფლებო პარტია, რა მტკიცებულებები აქვთ სარჩელის ავტორებს და როგორია მოპასუხე მხარის არგუმენტები

26 ოქტ 2026

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის მეოთხე დღე - პროცესი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. პლენუმმა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება უკვე მოისმინა, მომდევნო დღეები კი მოპასუხე მხარეს დაეთმობა. 

 ენმ-ში აცხადებენ, რომ სარჩელს არ აქვს დამაჯერებლობა და იგი მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებებს ეყრდნობა. მმართველ გუნდში კი საპირისპიროს აცხადებენ - მათი თქმით, სარჩელში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ჩადიან ექსტრემისტულ და ძალადობრივ ქმედებებს, უარყოფენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპებს.