"შუა დერეფნის" მარშრუტის მნიშვნელობა და საქართველოს როლი ამ კონტექსტში - მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ბულგარეთში

26 ოქტ 2026

"შუა დერეფნის" მარშრუტის მნიშვნელობა და საქართველოს როლი ამ  კონტექსტში - ქვეყნის პირველი დიპლომატის გამოსვლა  "სოფიას ეკონომიკურ ფორუმში" სწორედ ამ საკითხებზე საუბარს დაეთმო. მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიაში ბულგარელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით  ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებთან პოლიტიკური დიალოგის წარმოება.  ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში საპორტო  და საგზაო ინფრასტრუქტურების განვითარებასა და სარკინიგზო ქსელზე.

ხაზი გაუსვა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობას. მაკა ბოჭორიშვილი დღესვე ბულგარელ კოლეგასა და დელფოსის ფორუმის დამფუძნებელს შეხვდა.  ბულგარეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე აქცენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებს ეხებოდა.

რაც შეეხება დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან შეხვედრას, ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკური ფორუმის გამართვა თბილისში იგეგმება.