საკონსტიტუციო სასამართლო ამ ეტაპზე მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებას ისმენს

26 ოქტ 2026

სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების დარღვევა - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, იმ  კონსტიტუციური სარჩელის,  რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ წარუდგინა.

ერთ საათზე მეტ ხანს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იმის შესახებ საუბრობდა, თუ რას ედავება ოპონენტებს სახელისუფლებო პარტია. გაიხსენა კონკრეტული ფაქტები, მათ შორის 6 ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში ხელმოწერილი დეკლარაცია და გაზაფხულზე ოპოზიციური ალიანსის შექმნა და მიზანი. ასევე, სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები.    

მოსარჩელე მხარის თქმით, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ჩადიან ექსტრემისტულ და ძალადობრივ ქმედებებს, უარყოფენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპებს. ამ წუთებში სასამართლო მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებას ისმენს.