26 ოქტ 2026
ბარსელონასთან ახლოს ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტობუსი გზის ნაპირიდან 20 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულთაგან 7 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.