26 ოქტ 2026
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა ნოემბერშია დასახული. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული შეხვედრის მიზანი ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ საკითხი ტერიტორიულ პრობლემას ეხება, ის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს, სხვა საკითხები კი ტექნიკური ჯგუფების კომპეტენციაში შედის. შესაბამისად, ამ ყველაფრის განხილვა ნოემბერშია შესაძლებელი.