26 ოქტ 2026
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გაცილების და ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე სენეგალის დედაქალაქი დაკარი უმასპინძლებს.
შეჯიბრებებში 205 ქვეყნის 2655 სპორტსმენი, მათ შორის, საქართველოდან 9 სახეობაში 13 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის მედროშეები მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი იქნებიან.
ცნობისთვის, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენებს ჯამში 10 მედალი აქვთ მოპოვებული: ერთი ოქრო, ექვსი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.