სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

26 ოქტ 2026

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ნინიძის გუნდმა მეოთხე ტურის შეხვედრაში თბილისის „არმიას“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 41:18 დაამარცხა.

ბათუმელებმა შეხვედრაში საერთო ჯამში 6 ლელოს დადება მოახერხეს. გატანილი ლელოებით თავი ზურა ფირცხალაიშვილმა, ვაჟა თაგაურმა, ნუკრი ფერსელიძემ, თორნიკე გაბელაიამ, დავით აბდუშელიშვილმა და გოგა ჭაღალიძემ გამოიჩინეს.

ამრიგად, 4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ „ბათუმი“ რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები 1 ნოემბერს სტუმრად „გორის“ წინააღმდეგ გამართავენ.